↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პატარა კი ვარ მაგრამ არც ისე

ჩიკვილაძე მარი

2026-07-181 წთ საკითხავი7226 ნახვა

—
როცა საყვარელს ვეფერები, ვგავარ ყაყაჩოს...და ყაყაჩოსფერ ლოყებს მალავს შენი ხელები,როცა სიტყვები თავმომწონედ მინდვრად ყოყოჩობს,მე არასოდეს, არასოდეს გეპირფერები.
როცა სიზმრებში გადახლართულ თმებს ამიწეწავს,ქარივით ძლიერი და მდუმარე შენი თვალები,მაშინ მაცნობებს დედისერთა, გულის გზავნილი,მე სიყვარულის აბლაბუდა ქსელში გავები...
და ვერ მიშველის ვერც წვიმად ქცევა, მე ხომ მარტო ვარ,…და ისევ მიყვარს მარტოს ცეკვა მზით დამწვარ გზებზე,ბოშა ქალივით ჩამოვივლი ქუჩებს ხალისად,ჯიხვისებური სიამაყით შევდგები ცერზე.
როცა მაკოცებ გთხოვ დახუჭე მზერა მაგ თვალთა,მე სირცხვილისგან დამწვარ და დამჭკნარ ვგავარ ნარცისებს…რომ არ შენიშნო ჩემს თვალებში იდუმალება,მე პატარა ვარ, ხო, პატარა ვარ, მაგრამ არც ისე...
ჩიკვილაძე მარი

ჩიკვილაძე მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი