↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნაწვიმარ ქალაქს

ჩიკვილაძე მარი

2025-02-131 წთ საკითხავი7027 ნახვა

—
ნაწვიმარ ქალაქს სველი მინიდან,გახუნებული კადრივით ვუმზერ,დამძიმებული წამწამებით კი,სველ კიბეს გავდებ, გულიდან გულზე.
ნაწვიმარ ქალაქს სველი მინიდან,ვუმზერ და მზერის წრფეებს ვაერთებ,მერე ამ წრფეებს ვქსოვ საქანელად,და დღეს დაგრეხილს, ვკიდებ ღამეზე.
ნაწვიმარ ქალაქს სველი მინიდან,სველი თვალ-თვალით, ვუმზერ და ვნანობ,რომ გათენების სიჩუმეს ვარღვევ,ჭრიალ-ჭრიალით ცაზე ვქანაობ.
ჩიკვილაძე მარი

ჩიკვილაძე მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი