პოეზია · ლირიკა
ბავარიული გენციანები (მთარგმნელი: შალვა ბაკურაძე)
სექტემბრის ნელთბილ, სევდით გაჟღენთილ ჩვენს ოთახებს ყოველთვის როდიამშვენებენ ბავარიული გენციანები,ლუსკუმი ღამის ჩირაღდნებივით მაღალი და ბინდით მოცული, პლუტონური შავისხივებით დამბნელებელი ნათელი დღისა, წიბოვანი გრძელი ალები, ანთებულნიჯანღიანი, ბნელი ლაჟვარდით და თეთრი შუქის მძიმე სუნთქვით წამახულები.
ლურჯად მბოლავი ჩირაღდნები, მრუმე ლურჯი ლამპიონები პლუტონისა, მიწისქვეშეთისშედედებული მუქი ლურჯი ცეცხლის ენები, ლურჯ შუქს რომ ჰფენენ დემეტრესყვითელ სამფლობელოებს.ვისთვის მოსულხართ აქ, შეთეთრებულ დღის სამეფოში.
მიბოძეთ მე ეს ჩირაღდანი, ეს მკრთალი ღერო სამი ყვავილით და ამ სამღერძალურჯი ცეცხლით ნაბიჯ-ნაბიჯ გზას გავიკვლევ უშუქარი უფსკრულისაკენ,იქ მხედველობა უძლურია და წყვდიადი ერწყმის წყვდიადს და პერსეფონეცსწორედ ახლა, სექტემბერში მიემგზავრება ამ კუნაპეტი მიმართულებით,მისი სხეული მხოლოდ ექოა მარადიულ უკუნ ღამეში, ჩახვეულია ძველ საქმროსთანპატარძალი კიდევ ერთხელ მოტაცებული, განმსჭვალულია პლუტონის ვნებით,დაძირულია ღამის წიაღში და მრუმე ლურჯი ლამპიონები წყვდიადს ჰფენენსაქორწინო სარეცელს.
მიბოძეთ მე ეს ყვავილი, ეს სამი ლურჯი ლამპიონი,რადგან ქორწილში სტუმრად მიხმობენ.მივემგზავრები სულდგმულ ღამეში.