პოეზია · ლირიკა
ღვთის სხეული
ღმერთი - სხეულის მაძიებელი უზარმაზარი ენერგიაა,ენერგია მომლოდინე ხელახალი განსხეულების.
და ბოლო-ბოლო სახიერდება წითელ მიხაკში - აი ღმერთი.და ბოლო-ბოლო გვევლინება ელენესა და ნინონის ხატადყველა მშვენებით აღსავსე ქალი - ხილული ღმერთიადა მამაკაცი სპეტაკი და შეუპოვარი - მითუმეტეს.
არაა ღმერთი,ყაყაჩოების და მფრინავი თევზების,მომღერალი მამაკაცებისა და მზის გულზე თმისმვარცხნელ ქალთა გარეშეყოველივე მშვენიერი ღმერთია.და უნდა იცხოვროს ღმერთმა ჩვენს შორისდა დაგვშორდეს იესოსავით.უხორცო მხოლოდ უძლურებაა.