↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სამყაროს შუაგული

ლორენსი დეივიდ ჰერბერტ

2012-08-121 წთ საკითხავი906 ნახვა

—
ეს ზღვა არასდროს არ მოკვდება, არ დაბერდება,მუდამ იქნება ასეთი ლურჯი და ალიონზემუდამ აღმართავს ქაფიან ბორცვებს,რომ სანაოსნო გზა გაუხსნას ანძებზე ვენახშემოხვეულ დამხიარული დელფინების თანხლებით მცურავდიონისეს შავ ხომალდს.
რაში მადარდებს თუ მდიდარი კომპანიებისკვამლიანი და ცრუპენტელა გემებიმექანიკურად გადაცურავენ მინოსურ სივრცეს!ისინი მხოლოდ "გადაცურავენ", სივრცე კი დარჩება.
და რიჟრაჟზე, როდესაც მთვარე ადამიანებს ვერცხლისფრად ულაპლაპებს სხეულებსდა ქედმაღლურად დაჰყურებს ? >?,ვხედავ კნოსოელთა ხომალდებიდან ჩამომავალტანწვრილ და შიშველ მამაკაცებს,მათ იერუცვლელ არქაულ ღიმილს.ისინი იქვე, მომცრო კოცონის ირგვლივ სხდებიანდა დაკარგული ენების მუსიკას ისმენენ.
და მინოსური ღმერთები და ფინიკიელი ღმერთებიპირზე ღიმილით განაგრძობენ მარადიულ საუბრებსდა დიონისე ახალგაზრდა უცხოელიდგას და პატივისცემით ყურს უგდებს მათ

ლორენსი დეივიდ ჰერბერტ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი