პოეზია · ლირიკა
დემიურგი
ამბობენ, რომ რეალობა მხოლოდ სულშია,რომ ხორციელი სიცოცხლე სიკვდილის ნარისახეობაა,რომ ჭეშმარიტი ყოფიერება უსხეულოა,რომ ფორმის იდეა წინ უსწრებს გაცხადებულ ფორმას.
და ეს ყველაფერი სისულელეა,თითქოს გონებას ფსკერზე მთვლემარე დაჯავშნულიკიბორჩხალის შექმნა შეეძლოს.
ღვთის გონებასაც არ შეუძლიაწარმოიდგინოს მომავალი ყოფიერება.დაბადებამდე იწინასწარმეტყველოს, თუნდაც იგივე კიბორჩხალისმომავალი სხეულის იერი.
რელიგიამ ფილოსოფიაზე მეტი იცისრელიგიამ იცის, რომ იესო არ არსებობდა,სანამ არ დაიბადა საშოდან, არ ჭამა პური და სული,არ გაიზარდა და არ იქცა საკვირველ იესოდსხეულით, მისი მოთხოვნილებებით და ელვარე სულით