პოეზია · ლირიკა
წითლად შეღებილი გმირებისადმი
სანამ არ იყო პლატონური სიცრუე იდეათა შესახებ,ადამიანები თევზებივით დაუძაბავადდა უდარდელად მოძრაობდნენ.
ჰქონდათ სამსონივით გრძელი თმებიდა ისარივით მიისწრაფოდნენ მიზნისაკენ.
კარგად იცოდნენ, რომ არაფერში ჭირდებოდათცოდნა საკუთარი არარაობის შესახებდა არც იყვნენ არარანი.
და აი ისინი ბრუნდებიან! უსმინე!გესმის, მთვარის შუქზე მოცეკვავე ვიწროწელიან მეომართა,გრძელფეხება წვეროსანი მამაკაცებისხმადაბალი და მსხვრევადი სიცილი.
მათი სახეები დელფინის სისხლივით წითელია.ღმერთო, უმშვენიერესი ერთიანად ალისფრად შეღებილა,ცეკვის დროს წითლად ლაპლაპებსდა შავწვერს მიღმა იღიმის
ისინი ცეკვავენ, ცეკვით გაგვშორდნენ და ცეკვითვე ბრუნდებიანისინი ალისფერად შეღებილან,რადგან რაც ქვეყნად, ღვთის ალისფერი ბრწყინვის გარეშე შექმნილა -უმჯობესია არც შექმნილიყო.ო, როგორ წითლად კაშკაშებენ ისინი!