პოეზია · ლირიკა
მე შენ გიღალატებ
მე შენ გიღალატებ ცოლთან,მოვა ის უგულო ღამეცდა ეს ოცნებებიც ორთა,ნერვებგადაყვლეფილ წამებსუფრო გააზანტებს, რათა,ვიგრძნო საუკუნო ზიზღითავის და სხვათა და სხვათა!მიწყივ საკუთარის, მიწყივ...
მე შენ გიღალატებ ცოლთან,გული უძღებია კაცის,შენთან ყველაფერი მქონდა,მქონდა დიდებაც და მარცხიცგამოერეოდა ზოგჯერ...მარცხს ვინ დაეძებდა - მწამდი!ქისტის მარჯვენივით მომჭერკუზად ამოზრდილი დარდი.
მე შენ გიღალატებ ცოლთან,ვიღაც თაფლობისთვედ ვედრებსმას, რაც შხამისფერად მორთავსჩვენი საძინებლის კედლებს.და გულს უშენობა ნელა,მშვიდად გამოუტანს წირვას:ბნელა, შუადღითაც ბნელა!მცივა, ზაფხულშიდაც მცივა!
შენ მე მიღალატებ ვეღარრადგან ერთგული ხარ ფიცის...რადგან ღვთისმშობელთან წევხარ-ისიც დედაა და იცისშენი ერთგულების ფასი.მე ვერ შეგიფერებ რადგანბრბოსაც ურჩევნია ფარსი!ყალბი სიყვარულის დადგმა!!!
მე შენ გიღალატებ ცოლთან,მაგრამ სიკვდილის წინ თუკიბოლო ნატვრის ნება მქონდადა თუ ავაგლიჯე ლუქი(შენც ხომ უჩემობა არ გსურს?)ნატვრის ჩაჟანგებულ კარებს,კვლავ შენს საპატრონო ამ სულსშენივ გულის კოვზზე დავლევ!!!