პოეზია · ლირიკა
მე გნატრობ
(ალიხე, მალიხე, სალიხე...)
ამ ერთმა დილამაც დააწყო უშენოთითები მინებზე და სუნთქვა შემიკრაოქროსფერ ღილებით. კლდეს თავ-პირს უშენენუძილო ფიქრები და მესმის შენი ხმა.და ერთ წყვილ სამკუთხედს მერცხლების დაჭრილიკრიალა ზეცისას თვალებზე დავიფენ.ვმშვიდდები - დროებით...და ჭრელი ნაჭრებით დახუნძლულ ხესთან ვარ:ალიხე, მალიხე, სალიხე... ალიხე...
და ღმერთმა შეგინდოს!დღეს ჩემი დამხრჩვალი ოცნება ჭინკებმაქირქილის თოკებით ბეღელში შეჰკიდეს.სიბნელე...სიბნელე!სიბნელე!!!იქნებასულშიდაც გათენდეს,ოდესმე მოხვიდეიქნება!და თვალებს ლეკვივით ამიხელსმაგ ცხელი ტუჩების შეხება.ხომ ხედავ, - მე გნატრობ:ალიხე, მალიხე, სალიხე...