↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კოხტა კოლხი

გორგილაძე ზურაბ

2026-07-181 წთ საკითხავი22173 ნახვა

—
პიპას, ჩემს ძმას - პიპას
ორსანტიას,ქარტიას,ქაფატსა და მარტვილსთავს წაჰყრია გაზაფხულის ჭიჭვიანი ჭვარტლი.აბღავებულ სანახებში, ნამუხლარში დევთაენგურს მიაქვს მთვარესავით სამეგრელოს სევდა.და იქ, სადაც რუხთან რუხი ბოკვერები წვანან,მღერის მზის და ტკივილისას ღვთაებრივი ნანა."არ წამოჰკრა ფეხი ამ ქვებსდა არც დააბიჯო,ბონდოია, ნანასქუა, ბონდოია ბიჭო!"წუთისოფლის უკმარობით, წუთისოფლის ბგერით,მიირხევა სანახებში ძვალხოშორი მეგრი.კვალში მისდევს ოჩოპინტრე, თუთარჩელაც მისდევს,დაფნის ჯვარზე გაუკრიათ ოჯალეში ქრისტედა მწვანიან წყლისპირებში წელწაფრენილ ცირებს,ხელის გულზე მზე უდევთ და საყვედური მცირე."კანჭა კვიცზე გადევნებას,ჩვენ მოგვხედო გიჯობს,ბონდოია უღორონთი, ბონდოია ბიჭო!"წამით ხვიჩა ვარსკვლავები მოწკურავენ თვალებს,მოდექი და ეგ ციგლიგა ცანგალები თვალე...ბებერ ქვათა მხურვალება მოიჩრდილე ხელით...მღერის ვიღაც შორეულში, ოდოიას მღერის.როგორც წითელბატონები და მირონის წვეთა -ტანზე აყრის საქართველოს ეს უკვდავი სევდა.ბონდოია მიდის, მიდის...და კოლხეთის ველზე,ოდოიას აღარ უსმენს, ოდოიას ეძებს.და მე მესმისდა მე ვიციდა უღმერთოდ მჯერა,როგორც ნისლში კვალარეულ ხვიჩასა და ჩელას,აქ, კოლხეთის ბინდბუნდებში,მტერს ჩქამიც რომ დაღავს,ბონდოია "ოდოიას" იპოვნის და ნახავს.
გორგილაძე ზურაბ

გორგილაძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი