↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მაინც მაინც!

გორგილაძე ზურაბ

2026-07-181 წთ საკითხავი22164 ნახვა

—
ვერ ვივარგე საჭაშნიკედ,ეს საფქვავიც არ ღირს მინდად,რა ვქნა, ჩემი საქართველოუფრო სხვანაირი მინდა!კოლხეთს - ფორთოხლების ხვავიკახეთს ვაზის ლილა ბინდავსმაინც.... საქართველორაღაც სხვანაირი მინდა.მესხის ჩანგი ბრუნავს ცაში,მეგრის სევდა დნება ციდან,მაინც ჩემი საქართველო,რაღც სხვანაირი მინდა.
ფშავს დიდება მოაქვს ძველი,ხანჯლებიც და ჭრელი წინდაც,მაინც... ჩემი საქართველოკიდევ სხვანაირი მინდა.
მესიზმრება, რომ მარანშიტაო–კლარჯულ მტევნებს ვზიდავ,რა ვქნა ჩემი საქართველოუფრო, უფრი ჩემი მინდა!
არ მოშლილა ქალის წკვრელა,მოყმე ისევ ხოხობს წმინდავს,მაინც მეფე–დედოფალიფრო სხვანაირი მინდა.
რაა აბა ის მაყარი,ჭიშკართან თუ არ აგრგვინდა,მაინც... ის პირველი ღამემართლაც რომ პირველი მინდა.
ეს საწუთრო უსასრულოერთ ღირსეულ წუთათ ღირდა,რა ვქნა, ჩემი მუხუნათიუფრო ვაჟკაცური მინდა...
რა ვქნა, ჩემი სიყვარულიუფრო საყვარელი მინდა...
მაგრამ ჩემი ჭრელი ჩიტიცხრა მთს იქით ფრინდა, ფრინდა..ვერ ვივარგე საჭაშნიკედ,ეს საფქვავიც არ ღირს მინდად...
გორგილაძე ზურაბ

გორგილაძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი