↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბებერი ძაღლი

გორგილაძე ზურაბ

2026-07-181 წთ საკითხავი22157 ნახვა

—
სოფელს დაჰღმუის მზე უშობელი.შენ წევხარ ჩუმად ლაფაროში -თვალდახუჭულიდა ცალი ყურით ქვესკნელებს უსმენ.მამამ რამდენჯერ მოინდომა შენი გაგდება,შენი დაკარგვა,მე კი...ვერ შეგელიე, ვერ გაგიმეტე.
ახლა კი ლეკვთა ღავღავ-წკმუტუნსდა მძუანობას,მე შენი ღრენა მირჩევნია ბალანგაცლილი,მე შენი ყეფა მირჩევნია ყრუ ხორხიანი.ახალ ლეკვთათვის -ძნელად ინდობა ეზო-კარი და სამყოფელი.ვუწყი -მათი ნერვები მშიშარაა და შემპარავი...ხოლო ლიწკვინტა გასლეპილ კუდით,სულ იფარავენ უკანალს და ბნელში გარბიან.ხშირად კი ხშირადუცხო ფეხებთან გორავენ მუდამ.ხოლო ძუკნები -გზადაგზა ყრიან წირპლიან ლეკვებს.ასე მრავლდება მაწანწალა და სალახანა.
მამამ რამდენჯერ მოინდომა შენი გაგდება, -შენი დაკარგვა...მე კი...ვერ გაგიმეტე ბებერო ძაღლო, ვერ გაგიმეტე.
გორგილაძე ზურაბ

გორგილაძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი