პოეზია · ლირიკა
ბიოგრაფიის პატარა ნაწილი
ბიოგრაფიის პატარა ნაწილიმე ვცოცხლობ როგორც რიგითი ყველა,მაგრამ არ ვდაობ, მე, ერთადერთიდა გამოგვალულ თავებზე ნელა,ეშვება ჩემი სინდისის კვერთხი.მე ვხედავ როგორც რიგითი ყველა,მაგრამ მე ვწყრები, მე, ერთადერთი,როცა მიზანი გაურბის რწმენასდა გამოგონილ სიმშვიდეს ელტვის.ხელიდან ხელში გადადის ფუთა,თვალიდან თვალში გადადის ზიზღი,ბრიყვებს ტახტი და მდიდრობა უნდათ,ბრძენი კითხულობს ”რატომ და რისთვის”მხოლოდ აქა-იქ ჩოჩქოლი ცოტა,ისევ დიადი სიმშვიდე ირგვლივ,ყველა საკუთარ ჩრდილებში სცოდავსდა კანონიერს იხურავს გვირგვინს.ქვეყანას მზის და ქვეყანას ღელვის,ქვეყანას ხმლის და ლეჩაქის სინდისს,ოფლში და ცრემლში იპარავს ბევრიდა ტელეფონის მილებში ყიდის.მაგრა ჩემს რწმენას ვერ ატიალებს,დიდი საწუთროს პატარა ხინჯი,სასწაულების შიგნით ვტრიალებ,ხალელი გლეხის გაზრდილი ბიჭი.სასწაულების ალით ვენთებიმშვენიერების სამრეკლოს მაღალს,ქურდბატონები, ტლანქი დენდებიქვეყნის ასპარეზს ტოვებენ ახლაქართული ზეცა, მისი მზის სული,“არხევს ახალი სიცოცხლის აკვანს”,როგორც მემკვიდრე და მეფისწულიცხოვრების ტახტზე ჩემი დრო ამყავს.მომდგარა ჟამი ფერიცვალობისიმედებს დიდი სინათლე აწვიმსდა ყველას ვუვსებ მგოსნის წყალობით,ბიოგრაფიის პატარა ნაწილს.ვერა, ჩემს რწმენას ვერ ატიალებსდიდი საწუთროს პატარა ხინჯი,სასწაულების შიგნით ვტრიალებხალელი გლეხის გაზრდილი ბიჭი.