↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ახალ წელს

გორგილაძე ზურაბ

2026-07-181 წთ საკითხავი22163 ნახვა

—
უმთავრეს, უმთავრეს, უმთავრეს სამშობლოსსამშობლოს, ჩემს ჩანგს რომ აღაგზნებს პირველი,ახალ წელს, ახალ წელს, ახალ წელს ვულოცავმე მისი მარადის ცისფერი ფრინველი.
უმაღლეს, უაღრეს, უნაღდეს ხალხს ქართველს,მის ქუდს და ყაბალახს, ჯაგანს და ულოსა,მის მაღალ ოცნებას, მის ზევსურ მოწყენას,მის თავს და მოსწრებას მხურვალედ ვულოცავ.
ბრძენსა და გამგებელს, უხვსა და მოწყალეს,მის ჩანგს და საჭრეთელს, მის გრდემლს და უროსა,მის თორს და ტყავკაბას, სახნავს და საკაფავს,მის ყველა კარგ ამბავს მხურვალედ ვილოცავ.
ჩვეულ ორნამენტებს, კავებს და კარედებს,სულ სალოლიავო და საგუგუნო ცას,ახალ ფშავ-ხევსურეთს და სოფლებს მესხურებს,მის მეკვლე_მეგზურებს ვულოცავ, ვულოცავ.
დახანჯლულ მხარმკლავებს, დაშაშრულ ტორაღებს,მის სარაინდოს და საუფლისწულოსა,კახეთით, კოლხეთით წამოსულ ფერხვავებს,მათ ხელს და ხელხვავებს მხურვალედ ვულოცავ.
მის ყველა კაი ყმას ხარივით მივბღავი,ვდგავარ გონიოსთან, სარფთან თუ ხულოსთან,დიდქართულ ტვირთებით დადრეკილ დიდბიჭებს,მის ბონდოს, მის ბაკურს, მის თენგიზს ვულოცავ.
შატბერდთან, ხახულთან, პარხალთან, ტაოსთან,ჩვენს ძველ სამზეოსთან, ჩვენს ძველ სარჯულოსთან,კვლავაც, რომ ბალღები ქართულად მღერიანიმ ქართულ სიმღერას, იმ ბალღებს ვულოცავ.
სულ მაღლა და მაღლა აღანთე ჩოგანიდა კვლავაც ხამს დაბლა შემოჰკარს რბილოსა,ჩემო მარჩენალო, ჩემო დამმარხავო,ხალხო და ქვეყანავ, გილოცავ, გილოცავ!
გორგილაძე ზურაბ

გორგილაძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი