პოეზია · ლირიკა
კიბე
ჩერდება სახლთან ავტობუსი ნომერი ,,100",ვხედავ ქვევიდან,ჩემს ბინაში შუქი ანთია,,,სალამი"-ამბობს მეზობელი(მეგრული ,,ლასით")კორპუსს კი მჭიდროდ მოუხურავს მუქი მანტია.
I სართული
ვუკიდებ Winston-ს,სადარბაზოს სიბნელე გმანავს,მკაფიოდ ისმის,საამურად მღერის კალასი,სასაფლაოზე აშრიალდა სულების ყანა,დაშინებული (შესამჩნევად) ქარის ქროლაზე.
II სართული
ლოთი ანზორი მეფეთება და როგორც საშვი,ცოლთან(სრულიად უჩვეულო) სიფხიზლე მიაქვს,მე კი მიჭირავს მოცახცახე მარცხენა ხელში-სამი მარტია და დედისთვის ვიყიდე ია.
III სართული
კალასის მერე (როგორია) ბღავის ქულიო,ვენებში უკვე კალმახივით დაღლა გამება,(ჩანს)ნეფესავით (აყლაყუდა) ფუნიკულიორს,ლამაზ პატარძლად შორი-ახლო ახლავს ,,სამება".
IV სართული
მხვდება მეზობელი მოძველბიჭო ყმაწვილი კაცი და მიყვება თქვენთვისსრულიად უინტერესო ისტორიას,თუ როგორ უპოვა პატრულმა მის ძმას გუშინსამი სიგარეტი პლანი და როგორ უკრეს თავი ვირის აბანოში.
V სართული
გავვარდებოდი ახლო ტყეში,ბაბუას ნაბდით...(მოძმე ქარაფებს ამოავსებს ღამის აკიდო)მინდა ცოლ-შვილი მყავდეს ახლა,რომ უცებ ავდგე,დავტოვო და შენ სულელივით გამოგეკიდო.
VI სართული
ერთი,ორი და ასე შემდეგ,ვითვლი ათამდე-(ქარიშხალია რაც უბერავს,ქარი არ ჰქვია)ჩემი ოთახი (შესვენება),ძლივს ავათავე,საფეხურების დამტვერილი იერარქია.