↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ალტერნატივა

ახალაია ბექა

2026-07-181 წთ საკითხავი5719 ნახვა

—
ნუ გეგონება,რომ ამ ლექსით რამეს ვუმიზნებ,რასაც ჩამოვწერ,სატრაბახო ალბათ ვერც არი:დავაბინავე მტვრიან სხვენში (ჩუმად) უვიზო,არალეგალი (ახალგაზრდა) ორი მერცხალი.
გიჟი არა ვარ,თუ ჩავიცვამ ბოლო მოდაზედა პანთეონში გადავკოცნი ხეებს წიწვიანს,მარცხენა მხრებზე დაწოლილი მკვდრები როდესაც,შუაღამისპირს დაბუჟებულ გვერდებს იცვლიან.
ნუ გაიკვირვებ,თუ ვიცინი,მაგრამ მალევე,თუკი მარტივით დავიჭირე უცებ ავდრები,ღვინოს გადავღვრი,თუმცა (იცი) მიყვარს დალევა,ყანწს ავავსებ და ქლორიანი წყლით თუ დავთვრები.
არ გაგიკვირდეს,ნევროზი მაქვს რადგან ამჟამად,ძილს გოგოსავით ყოველ ღამე ლექსით თუ ვაბამ,არ გაგიკვირდეს,ღორის ხორცთან ტორტი თუ ვჭამე,ანდა ელარჯი მივატანე ლეღვის მურაბას.
თუ გავცოცხლდები(ყველაფერი უცებ მბეზრდებადა სიმარტივეს შეგნებულად (რა ვქნა) ვართულებ)-სიკვდილის კუდი დაღლილ გულზე რომ ჩამეზრდება,როგორც სარეცხის გასაფენი ტყემალს მავთული
ნუ გაიკვირვებ,თუ არ მიღირს ჩირად ის წლებიდა ვინმემ ჩემი ცოდვები თუ გამჩენს ახარა,რა ვქნა ძვირფასო,ასეთი ვარ,ვერ შევიცვლები,შეძლებ?გამიგე,თუ არადა...ამ ჩემს ჭაღარას!
ახალაია ბექა

ახალაია ბექა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი