↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვეცადოთ მუდამ(მოდი)

ახალაია ბექა

2026-07-181 წთ საკითხავი5717 ნახვა

—
ვეცადოთ მუდამ,ჩვენი კარი სულ იყოს ღია,ჩემი და შენი თვალებიდან ოთხპირი ქროდეს,ასე თუ ისე,ახლა თითქმის ოჯახი გვქვია...(ვკითხულობ ჯოისს,შენ კი მგონი აპირებ დოდეს)
ვეცადოთ მოდი,ნუ მოვუსმენთ კატების კნავილს,(უფალს მადლობა მოდი თუნდაც ამაღამ ვუთხრათ)ქარს რომ გლდანამდე აღარ ყოფნის თავისი თავი,სულის შებერვით გადავუსხათ ჯანსაღი სუნთქვა.
ვეცადოთ მუდამ,ჩვენს ოთახში სულ ენთოს კვარი,სულ მუდამ იდგეს ზომიერი შუქი და სითბო,(სხვებისთვის ვიცი,მიზერია,ჩვენთვის კი კმარა)სიგარეტს ვაგდებ,ქუჩას ხანძარს ვუკიდებ თითქოს-
ვეცადოთ მოდი,შეიტრუსოს აპრილი ხანძრით,ზეცამ დაკარგოს უჩვეულოდ ლამაზი ქობა,მოდი,გავიღოთ უშურველად ფული და განძი,ოღონდ ტვინამდე არ მივიდეს ასეთი ცნობა:
,,გულიდან გაიპარა სიყვარული,შემჩნეულ იქნა მარჯვენა მუხლთან,სავარაუდოდ ფეხის ცერათითში იმალება!"
ახალაია ბექა

ახალაია ბექა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი