↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

La bohème

ახალაია ბექა

2026-07-181 წთ საკითხავი5717 ნახვა

—
დათვერი დღესაც და სიბნელე ლოდივით გადევს,თავს ვერ წამოყოფ (აქედანვე ხომ ხვდები) დილით,მიდი, უხსენი, თუ ბიჭი ხარ, საყვარელ დედას,ცოცხალი რომ ხარ, სმას რომ უძღვის მეფური წვლილი.
ფარდის ჭრილიდან ვარსკვლავები გულდაგულ თვალე(სახლის წინ ალბათ შეამცივნა ალუბლის ნარგავს),შენს თავზე ფიქრობ, რა გადარდებს? მოსწონხარ ქალებს,სანერვიულო ამ ეტაპზე მე მგონი არ გაქვს.
თუმცა ვერ ხვდები, რითი ხიბლავ. იხსენებ, ადრეამოიყვანე ბევრჯერ დარდი - რვა (ცრემლის) წველა,პატარავდება შენი გული დღითიდღე, რადგანვინც მიგატოვა, თითო გრამი წაიღო ყველამ...
ჭერს დააშტერდი, კედელს ჩუქნი თვალების ბუკეტსდა ფიქრობ, სხვებიც მიხვდებიან ადრე თუ გვიან-რომც დაგიქვითონ წერის ნიჭი, იმათზე უკეთშენ მაინც დაწერ, პოეტები ახლა რომ ჰქვიათ!
ისევ და ისევ დაიბერტყავ დამტვერილ სინდისს,პაპიროსამდე მოკლე მანძილს თითებით იგნებ.ღამე თენებად არ გყოფნის და ხანდახან გინდაშუშის სათბურში დაამწყვდიო, მერე კი შიგნით
დაიდო ბინა. უძილობა ბადურებს ხეთქავს,დამფრთხალი ძილი ჩათბუნებულ ლოგინთან გიზის,ცუდად ხარ (ირგვლივ ყველაფერი რიგზეა თითქოს),ეძებ და მაინც ვერ პოულობ დაწყევლილ მიზეზს...
ხოდა დათვერი და სიბნელე ლოდივით გადევს,თავს ვერ წამოყოფ (აქედანვე ხომ ხვდები) დილით,მიდი, უხსენი, თუ ბიჭი ხარ, საყვარელ დედას.
ახალაია ბექა

ახალაია ბექა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი