↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

Sorry

ახალაია ბექა

2026-07-181 წთ საკითხავი5722 ნახვა

—
დიდი ტაძარი.იდექი და კართან ტიროდი,ჯვარცმულ იესოს ცოცხალივით ჩუმად ეძინა,მხოლოდ შენს შუბლზე დაიღვარა იგი მირონი,დედა ღვთისმშობელს ფრესკიდან რომ ჩამოედინა.
კეკლუცობაზეც არ იყავი ნაღდად მოვარე,თვალით მკვდარი მზე ჰორიზონტზე გსურდა დაგედნო,მთელი არსებით შემეცოდა ის მათხოვარი-შენი სურნელით გაბრუებულს ხურდა დაებნა.
სინდისის ფართი ვიღაც ბიჭმა გასცა იჯარით,(ალბათ ზოგიერთს თავის სვე-ბედს აწერს იუდა),შემოგხედა და დაწყებული ცალი პირჯვარი,ხმელი პურივით გვერდულად რომ ტაძარს მიუგდო.
მხარზე ირტყამდი მოხდენილად სუნთქვის მათრახებს,შენმა მშვენებამ მოკლე გუმბათს ტანი აყარადა ამის შემდეგ იმ ანგელოზს მე რა ვუთხარი,ჩემი თავი რომ აიღო და შენ შ ე გ ა ყ ვ ა რ ა!
ახალაია ბექა

ახალაია ბექა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი