↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დაბადება

ახალაია ბექა

2026-07-181 წთ საკითხავი5721 ნახვა

—
ასე დავიწყოთ:ათას ცხრაას ამა და ამ წელს,(ბოლო რიცხვები (შენი ხათრით) მგონი ლუწია)არც ტიტანიკი ამოწია ფსკერიდან ამწემ,აღარც ოქტომბრის(და არც სხვა თვის) რევოლუცია
არ მოხდა.sting-ი დამერწმუნე ისე არ ტიპობსდა არც ლადოსი ოცდაექვს წელს ასცდა ასაკი,არც ბაბუაჩემს დაუდგინეს ფილტვების კიბო,არც ხიროსიმა დაბომბეს და არც ნაგასაკი.
არც შავ ,,ოცდაოთხს" დაეკარგა ფერი და ფასი,არც აფრიკაში არ ჩახოცეს ანტილოპები,ჯეკ კერუაკმა არ დაწერა თავისი ,,გზაზე"და მასტერსმა კი ,,სპუნ რივერის ანთოლოგია".
არც ავლაბარში მიიცვალა ქურთი გარიკა,არც ჩემს სოფელში მოიპარეს დენის სადენი,არც ,,ოდისეა" გადაიღო სტენლი კუბრიკმა,და არც მთვარეზე არ გაფრინდა ედვინ ოლდრინი.
იმ წელს არ მოხდა სასწაული-ტელევიზია,მსოფლიო ომი არც პირველი და არც მეორეარც დაიწყო და არც დამთავრდა.მადამ,მუსიე-არც დონატელა დაიბადა და არც დიორი.
არც ელექტრონი არ შეება სასტიკად წკვარამსდა არც პიკასო მიიცვალა ძლიერ ბებერი,რაც ვთქვი,არც ერთი არ მომხდარა და აღარც სხვა რამ,რაც მოხდა,ხატავს იმ წელიწადს,კი არ შეჰფერის.
ვიტყვი რაც მოხდა,არაფერიც არ მოხდა მეტი,დაღლა გამხელის ძლიერ სურვილს სანამ მოხევდეს:დროის სათუთი არტერია გაიჭრა ბედით,ოცდაოთხი წლის სიმაღლეზე შენ ამოხეთქე!
ახალაია ბექა

ახალაია ბექა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი