პოეზია · ლირიკა
ნაფეხურები
ვიღაც წაიქცა ქუჩაში...თოვლში...
ამდენ ურჯულო მანქანებს შორის,დაგვიანებით და სინანულით,ერთი მანქანაც მოვარდა შორითღვთისნიერი და ქრისტიანული.შესქელდა თოვა თეთრ ხალათებით,მიწყდა ჩოჩქოლიც...და პირველ ყოვლისეს მორიალე თეთრი ლანდებიმომაკვდავს სახეს უზელდნენ თოვლით.თვითონ ზამთარიც ბებრულ ნაოჭებსისრესდა თოვლით და მზის არილით,წუთით მანქანის ქიმზეც ჩამოჯდათეთრხალათიან სანიტარივით.ფარულ სერობას ჰგავდა სურათი,იმედიც, თოვლიც თოვდა რიტმულად,თითქოს ქურუმნი აღასრულებდნენღვთისმსახურების წმინდა რიტუალს.მათი სიკეთე დიდია ყოვლად,მათ სადიდებლად მეც გუნდრუკს ვაკმევ,ნეტავი, ღმერტო სნეულთა მოვლაიყოს მხოლოდღა წმინდანთა საქმე.ბოლოს მანქანამ გზა გადატოპა,გადაიკარგა ჯვაროსანივით,ქალაქის ბოლოს საავადმყოფოელოდა, როგორც იერუსალიმი.ქალაქში მაინც დავარდა ჭორი–თითქოსდა თოვლზე აქა–იქ ლანდად,კაცთა უამრავ ნატერფალს შორისწაშლილი კვალი ჩლიქისაც ჩანდა...