↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კუთხეში მჯდარი საოცრად მშვენობ

ახალაია ბექა

2026-07-181 წთ საკითხავი5712 ნახვა

—
კუთხეში მჯდარი საოცრად მშვენობ,ძველ სითამამეს შორი-შორ უვლი,გიკითხავ ლექსებს და უკვე შენი,წიოკით ფეთქავს პატარა გული.
კუთხეში მჯდარი მიყურებ მე დაგაშინებს ოდნავ ავდარი ხველით,გიკითხავ ლექსებს და უკვე ვხედავ,გემღვრევა ხმა და გტკივდება ყელი.
კუთხეში მჯდარი ცახცახებ.ელვაგაკრთება.მეხი ნაძვებში გრდემლობს,გიკითხავ ლექსებს და უკვე ვღელავ:ლოყაზე ღვარად ჩამოგდის ცრემლი.
ყველაფერს ვხვდები,საფიქრალს მისევს,შენი თვალების მდუმარე ტაში:ჩვენს შორის გრძნობა მოთავსდა ისე,როგორც რომანი უბრალო ყდაში.
ახალაია ბექა

ახალაია ბექა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი