პოეზია · ლირიკა
ი - ს
ა - 0 - რებულ წარსულს თუკი არად ჩავაგდებთ,ვიცი, რომ ვეღარ დამამძიმებს აწი ცოდვები,ვკვდები ძვირფასო (ასე მჯერა) ადრე (ვადამდე)და რაც დრო გადის, ვგრძნობ, რომ უფრო მიახლოვდება
ღმ -1, ან უფრო მართებულად - ვუახლოვდები...დახუჭულ თვალებს, მაგ მზერათა ძვირფას სამარხებსაგიხელ (ხმება წამწამების ხშირი სათიბი),არვინ მყოლია ჯერ ისეთი, როგორც შენა ხარ -
მ - 2 - დებული, ამავე დროს ასე თავხედი(გვინდა ძალიან, მარტოები ტყეში ვსახლობდეთ),შენ, ჩემო კარგო, ქალაქიდან ისე გახვედი,არც მკითხე, მე კი დავეჩვიე ძველ და მახლობელ
3 - კიტნოში ხშირ სიარულს. როცა ჩამოხვალ,თავს ჩაღუნავ და საწყალი ხმით ისევ მოჰყვებიზღაპარს (ტყულის დიდი ნიჭი ვისგან გამოგყვა?),აიკიაფებ (ვითომ გრძნობით) უცებ ლოყებზე
მ - 4 - ლამურე ცრემლის წვეთებს და რომ გამანდო -შენც გრძნობ, რომ ისევ იმეორებ ადრე მიქარულსდა მე კი მივალ უეჭველად მარტივ დასკვნამდე:ეჭვიანობას + ნდობა = სიყვარულს!