↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მძევალს, რომელსაც თავი მოაჭრეს

ჯორჯანელი ნიკა

2011-08-121 წთ საკითხავი3050 ნახვა

—
მძევალო,რომელსაც თავი მოაჭრეს,მაპატიე,თუკი იმ დროს,თავს რომ გაჭრიდნენ,ამის არმცოდნე,წყლით ვიგრილებდი სახეს და კისერს.მაპატიე, რომ ვერ გიშველე,რომ ჩემებურად მეც ვეკუთვნიიმ სინამდვილეს,რომელმაც ასე გაგიმეტა...ტრიალებს მიწა,და, შესაძლოა,ამწუთს ცის იმ ნაწილს ავყურებ,რომლის ქვეშაცახლად მოჭრილი შენი თავი იდო მიწაზე.და მაპატიე,რომ კბილიც კი არ მტკივა ახლა.მაგრამ, თუკი მთელი ჩემი პოეზიიდანთუნდაც ერთი წვეთი ეკლესია გამოიწურება,ის ეკლესია წმინდანად გრაცხსდა სჯერა - როცა გაისვრიან ატომურ ბომბებს,ცა მათ ერთ-ერთ გამაუვნებლადშენ გამოგგზავნის.
2009
ჯორჯანელი ნიკა

ჯორჯანელი ნიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი