↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საყვარლის გახდის გამო

ჯორჯანელი ნიკა

2011-08-122 წთ საკითხავი3030 ნახვა

—
შენ იხდი ტანთ, და საუკუნის გახდას ვესწრები.მინავლებული ბედისწერის ღვივდება ღველფი.აკვარიუმში ხტუნაობენ ოქროს თევზები.კედლის რუკაზე შრიალებენ ცისფერი ზღვები.სართულებს შორის, ცარიელი, მიმოდის ლიფტი.და შენი ტანის ნატიფობას ესწრაფვის შრიფტი.
შენ იხდი ტანთ და ჩემს აქამდე მოწყენილ თვალებსთითქოს ძეგლს უდგამ, თვითონაც რომ არ იცი, ისე.რისთვის? ისინი ვერ ნახავენ, თუ როგორ გალევსთავის გასავლელს ყოველივე ყალბი და მქისე.და მხოლოდ ერთში თუ მიუძღვით მცირედი ღვაწლი:მათში არასდროს აღბეჭდილა რისხვა და ღვარძლი.
შენ იხდი ტანთ, და არა დენი, არამედ სისხლი,სისხლი მოძრაობს სადენებში კედლების მიღმა,მოტკბო-მომლაშო, ალისფერი, ნამდვილი, მკვირცხლი.ვისაც შეეძლო სამოსელთა ასეთი მიყრალამის ემღერა კინოლენტზე, როგორც არია,ის რეჟისორი, სამწუხაროდ, უკვე მკვდარია.
იხდი, და მაღლა თაროებზე წიგნები - ნაშთიუწინდელ დროთა - იმ ამბებად ჩნდებიან, მათში,აი, საკუთრივ ამ აწმყოსთვის რომ აისახა.და ვინც მაგონებს ამა ქვეყნად მოსვლამდე ნანახმშვენიერებას (ვერ ვიგონებ მე თვითონ რახან)და უკვდავებას ვინც მიქადის, სწორედ ისა ხარ.
იხდი, და რაღაც წვეთოვანი, ფაქიზი გზებითჩემში შემოდის, საკადრისად რაც ჯერ ვინ აქო,რასაც საკადრისს ვერც აღუვლენ, განფენილს ზევით.ვგრძნობ მე იმ მხარეს. წამი მინდა, რომ დავინახოდა იქ აღმოვჩნდე... არ მეძლევა. გარბის. ვერ მიცდის.წამი მაკლდება, საყვარელო, უკვდავებისთვის.
იხდი, და თითქოს ტოვებენო ტაძარს თათრები.გარეთ ხეებზე ფრინველების მძაფრი თათბირიდუნდება, წყდება. არც კეთილი და არც მრისხანეხმა აღარ ისმის გარემოსი. აღარც მანქანებსგააქვთ გუგუნი. სასწაული ტკბილად ახანებს.მის მოლოდინში ფეხს იკიდებს სრული სიწყნარე.
დღე იჭვრიტება ფანჯარაში, როგორც მნათობი,და, თბილ მინაზე შუბლმიდებულს, თანდათანობითგამოეკვეთა პირისახე. ყველა შფოთვა კითოვლივით გადნა, ბურუსივით მიმოიფანტა.შენ იხდი ტანზე და ირხევი, როგორც ინფანტა.და თითქოს მთელი სამყაროა ერთი ოთახი.
აგერ მთლიანად გახდილი ხარ! და უკეთესადჩამდის ჰაერი. არაფერს გთხოვ, გარდა ერთისა -აქ, აქ დავრჩები, რომ დღედაღამ ვიფხიზლო და ამჭერქვეშ დამესვას მერე ბოლოს სიკვდილის დაღი.სხვენი სამოთხედ გარდაქმნილა. სარდაფის ცდა კი,ცდა ჯოჯოხეთად აგზნებისა, ამაო ცდაა.
2006
ჯორჯანელი ნიკა

ჯორჯანელი ნიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი