↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი

ჯორჯანელი ნიკა

2011-08-121 წთ საკითხავი3031 ნახვა

—
მე ეს მხვდა წილად - გავურბოდე თავსა და მილეთსდა ცხადად ვგრძნობდე, აფრასავით გაშლილი სიოროგორ მიაფრენს ზღვის ტალღებში მანკიერ ხმელეთს.მე ეს მხვდა წილად - თოლიების ვუსმინო წიოკსდა დავაკვირდე, არემარე, რომელიც მილეწ-მოლეწა ქარმა, რანაირად წარმოთქვამს: „ვძრწი"-ო.
მე ეს მხვდა წილად - სიჩუმეში თამბაქო ვწიოდა შენ გიცქირო, თვით მიცქერი სანამ, და მერეც.
მე სინამდვილე არც მახარებს და არც მაღონებს.გულს არ გიჩუყებ და არ მივდევ დაძრულ ვაგონებს,თუმცაღა გრძნობა მეტისმეტად მაწვება ყელში.ვაგზლის ცივ მერხზე მოვთავსდები და ზოგ უზაკველფიქრს გავამჟღავნებ გვერდით მჯდომთან ვინმესთან, ელჩისულ სხვა ქვეყნისა, რომ არაა არც ერთ რუკაზე.2005
ჯორჯანელი ნიკა

ჯორჯანელი ნიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი