↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "შენ ახალგაზრდა რჩები მარად"

მახარაძე თამარ

2001-08-121 წთ საკითხავი373 ნახვა

—
გარდაცვლილ მეუღლესშენ ახალგაზრდა რჩები მარად,მე წლებს ვეხლები,მოვა დრო, როცა თანატოლნიერთურთს შევხვდებით,შენ გამიღიმებ მარმარილოსშავი დაფიდანიგრძნობ, ტკივილმა გული ჩემიროგორ დაფლითა!მე ცრემლებით და ყვავილებითმოგესალმები(გახსოვს, გიყვარდა იები დაიასამნები?!P)ო, ეს იქნება პაემანიჯერ არსმენილი.ზეცა იქნება ცისარტყელითგადასერილი...ო, ეს იქნება პაემანიჯერ არნახული,(იცი ამ დღისთვისღიმილიც მაქვს გადანახული!)შენ ახალგაზრდა რჩები მარადმე კი ვბერდები,ვიცი, მოვა დრო,თანატოლნი ერთურთს შევხვდებითდა მხოლოდ ღმერთი,ღმერთი გაგვცემს პასუხს კითხვაზე,ეს სად მოხდება _ზეცაში თუ დედამიწაზე!

მახარაძე თამარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი