↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სუნთქვა ხუთვისას

ჯორჯანელი ნიკა

2011-08-122 წთ საკითხავი3033 ნახვა

—
ჩაქუჩისუწყვეტ და თავნებაბრახუნში, ბრახუნში, ბრახუნში, ბრახუნში,სრულიად ჭკუაზე შემშლელში, გადის და მწვავდებასამხრული ზაფხული, მბრუნავი მრავალგვარ ცეცხლოვან ზმანებად,ზაფხული-მარყუჟი.აკვესებსის მზეს და, ლახვრებით,შანთებით თავისით მჭრელი და მდაღველი,ამომშრალ აუზში აცოცხლებს ბრინჯაოს ქალთევზებს.და რომელიმედან სიგრილით დამტკბობი გორების კალთებზემდებარე დაღვრემილტყეთაგანღამეში უფსკრულთანდანახულ ქალაქში, რომელსაც უწუხანსიცხისგან მცხოვრებთა გულნი და მოელის ბნედაღა,მკრთომარე ქალაქში, რომელშიც ყველანი ერთმანეთს ზურგს უკანაყრიან დღედაღამქოქოლას,რომელშიც სიძულვილსსახლად აქვს სრა, ხოლო სიყვარულს - მიწური,რომელშიც ოდნავი ნიავიც არსაით მოქროლავს,ცარიელ ბინაში ბოლთას სცემს პოეტი, წრიალებს, როგორაცსარდალი, მისულიმკითხავთან.მან მაგრად შეტოპა.არ იცის - ეგება ჯობს უმოქმედობა;თუმც ბრძოლა თავისი ჯერხანად მხნედ გადაიხადა,მოჯანყე მონების მწკრივებად, რაზმებად, ერთიან მხედრობადქაღალდზე სიტყვათამწყობელმა.ის თავის გარდასულსიხარულს იხსენებს და ეუცხოება,იმდენად შორი და მქრქალია. ის თავის დაშაშრულ,დათენთილ ბაგეს გრძნობს, რომლითაც როგორმე აცლიან დასასრულშესძახოს ცხოვრებას:«რას მერჩი?!»ან აღარ აცლიან...რამდენი ექნება უქმ, გინდა აზრიანცხოვრებას ფართობი ნეტავი, თუ ყოველ ას მეტრშისიგრძივ და განდაგან ბანკია, მეძავი, უსახლო კაცი ანღრე, ბედის წამგლეჯი?მიდენისცხოვრება მარსელისმურდალი იერით არსებებს მიბნედილსდა თავის კაეშანს გარშემო ხმასავით ავრცელებს.დღითი დღე სულ უფრო ძალუმად ღამდება. შენ, ჩემო მარცვლებისთვლაო და რითმებისბუტბუტო,არ შეწყდე, კარგი ხარ!პირისგან, რომელიც ტკივილმა დაგრიხა,შენ სახესხვაობად კოცნისა დარჩები უთუოდ.ამგვარად რჩებიან: ცოცხალი თვალისგან - მხოლოდღა ქუთუთო,შუბლისგან - დაღიღა.
2007
ჯორჯანელი ნიკა

ჯორჯანელი ნიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი