↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზარი ბოდბის მონასტერში

კვანტალიანი შარლოტა

2026-07-181 წთ საკითხავი861 ნახვა

—
მოეღება ბოლო ლოდინს...მოეღება ბოლო ლოდინს...როდის? როდის? როდის? როდის?მდუმარება ლღვება ლოდის...ქრისტე მოდის...ქრისტე მოდის...ქრისტე მოდის...მოდის, მოდის, მოდის, მოდის...დროა, `მჭევრმეტყველთა” ბოდვის,დროა ფარისეველთ ოდის,ჯერ ადრეა... ჯერ ბრბო მოდის,აქ ნეტავი რად მოვრბოდი?!ნიღბებია შესაზარი,წაშლილია ცის საზღვარი,სულში სძინავს რწმენის მარცვალს,ვიღაც უხილავი მძარცვავს,ვდგავარ, როგორც მონა მტვერში...ზარი ბოდბის მონასტერშიიღვიძებს და იწყებს რეკვას,გადამიქცევს ვარდად ეკალს,ზარო, მინდა მარად რეკდე,ანათებდე წმინდა ეკვდერს,მათბობს სხივი ღვთიურ ოდის,ეს რა ბედი მერგო, ცოდვილს...ქრისტე მოდის...ქრისტე მოდის...ქრისტე მოდის...მოდის, მოდის, მოდის, მოდის!...
კვანტალიანი შარლოტა

კვანტალიანი შარლოტა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი