პოეზია · ლირიკა
ჩემი შვილი უნდა დაიბადოს
ახლა ეს ოცნება ამიყვავდა,მთელი სამყარო ვარდებით დაიბარდოს,გაწმინდეთ დედამიწა ეკლებისგან:ჩემი შვილი უნდა დაიბადოს!ციდან მხოლოდ სითბო მოდიოდეს,მიწა მზის სხივთა ფარდებით დაიფაროს,დამალეთ დედამიწა ყინვისაგან –ჩემი შვილი უნდა დაიბადოს!ომი სიზმრიდანაც ამოვშალოთ,ბომბების ნაცვლად ღიმილი დაიბანდოს,იხსენით დედამიწა შიშისაგან –ჩემი შვილი უნდა დაიბადოს!არცა ოკეანე, არცა ზეცაავი ხელებით არასდროს დაიბლანდოს,სიკეთის მალამო წაუსვით ჭრილობებზე –ჩემი შვილი უნდა დაიბადოს!ნეტა ეს სიმღერა მტრედად მექცეს,როგორც იმედი ამქვეყნად დაიფანტოს,მორთეთ დედამიწა საზეიმოდ –ჩემი შვილი უნდა დაიბადოს!