პოეზია · ლირიკა
ჩემი ყველაზე ლამაზი ლექსი
სალომესთვალებმა ფოფინამ სინათლე მომფინა –ვარსკვლავთა ყვავილებს მესვრის,სალომე – ჩემი სიცოცხლის საზომი,ჩემი ყველაზე ლამაზი ლექსი.მოვიდა იმედად და ნამი მაპკურა,ხელახლა გაცოცხლდა დაღლილი ფესვი,სალომე – ჩემი უტკბესი სიმღერა,ჩემი ყველაზე ლამაზი ლექსი.თაკარა ზაფხული ხელებში მადნება,დრო აღარ მეყოფა თესვის,სალომე – ჩემი სიკეთის ნაყოფი,ჩემი ყველაზე ლამაზი ლექსი.სიზმარმა მაჩუქა ზღაპრული ფერიაზურმუხტი თვალების კვესით,სალომე – ჩემი სუნთქვა და სინათლე,ჩემი ყველაზე ლამაზი ლექსი.