↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქალაქისაკენ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2009-05-132 წთ საკითხავი96954 ნახვა

—
წავალ - იფიქრა, და ამ ფიქრთან გრიგალმა უმალსიცოცხლის ახლო გაიარა წყნარად, იდუმალ.ის გამოვიდა ძლიერ ადრე, ვით სიყვარული -მთვარიან ტყეზე მიდიოდა გზა დაცვარული.
ბური. ოცნებას სიხარული გადადნობია,გარშემო ტყეა, ზევით ვრცელი ცის ტატნობია.ყვითელ ხაზების სინაზეში სულ ნელი ქარისნელი სიგრილის მოქროლებით მიმოიჩქარის.
უცებ გამოჩნდა ქვაფენილთა და სახლთა ლანდი,ყველას მიესწრო: ერთადერთი მე დავგვიანდი.ცხელმა ქალაქის ქვაფენილმა მე ვერ მიშველა,შუადღის მტვერში როს უქუდო და ფეხშიშველა
მივდიოდი და გამწარებით ვიმტვრევდი თითებს,ვინ გაგიგონებს, ვინ მოგხედავს, ვინ დაგამშვიდებს.მაინც აღმომხდა: დედამიწავ, ო, მერამდენეჯერუნდა დავემხო, გეამბორო, რომ ასე შემჭერ
ჩემთვის უცნობ და მიუღებელ ცხოვრების ზვავში -ოდესმე ნაზი, ზამბახივით უღრუბლო ბავშვი.ო, მერამდენედ უნდა გითხრა კიდევ მადლობაცისკრისთვის, რასაც დილის ჰქვია მოსინათლობა;
იარებისთვის, ჩემს დასისხლულ ფეხს რომ აჩნია,ყველაფრისათვის, რაც არა მაქვს, რაც გამაჩნია.ჩემო ძვირფასო დედამიწავ, ძვირფასო დედა,მხოლოდ შვილურმა სიყვარულმა აქ მომახედა.
პირქვე ვემხობი, ვიყრი მუხლებს და ასე ვამბობ:გმადლობ, დედაო, ყველაფრისთვის უზომოდ გმადლობ.რომ აშრიალდნენ ჩონგურები, როგორც ტყეები,მიტოვებული, დავიწყებით სავსე ტყეები;
რომ მიჰყავს სიმთა ოქროს ნავებს სიმსუბუქეშიჩამავალ მზეთა ნაყოფიერ მინდვრის ნუგეში.რად მინდა, გავყვე შენს ეთერის უბეში ტრიალსიქ, სადაც ქარი თავისუფალს მღერის ხეტიალს.
მივალ უცნობ და მიუღებელ ცხოვრების ზღვაში,ოდესმე ნაზი, ზამბახივით უღრუბლო ბავშვი.ბური. ოცნებას სიხარული გადადნობია,გარშემო ტყეა, ზევით ვრცელი ცის ტატნობია.
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი