↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქალაქისაკენ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-132 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
წავალ, იფიქრა და ამ ფიქრთანგრიგალმა უმალსიცოცხლის ახლო გაიარაწყნარად, იდუმალ.
ის გამოვიდა ძლიერ ადრე,ვით სიყვარული,მთვარიან ტყეზე მიდიოდაგზა დაცვარული.
ბური. ოცნებას სიხარულიგადადნობია,გარშემო ტყეა, ზევით ვრცელიცის ტატნობია.
ყვითელ ხაზების სინაზეშისულ ნელი ქარის,ნელი სიგრილის მოქროლებითმიმოიჩქარის.
უცებ გამოჩნდა ქვაფენილთადა სახლთა ლანდი,ყველას მიესწრო: ერთადერთიმე დავგვიანდი.
ცხელმა ქალაქის ქვაფენილმამე ვერ მიშველაშუადღის მტვერში, როს უქუდოდა ფეხშიშველა
მივდიოდი და გამწარებითვიმტვრევდი თითებს,ვინ გაგიგონებს, ვინ მოგხედავს,ვინ დაგამშვიდებს.
მაინც აღმომხდა: დედამიწავ,ო, მერამდენჯერუნდა დავემხო, გეამბორო,რომ ასე შემჭერ
ჩემთვის უცნობ და მიუღებელცხოვრების ზვავში -ოდესმე ნაზი, ზამბახივითუღრუბლო ბავშვი.
ო, მერამდენედ უნდა გითხრაკიდევ მადლობაცისკრისთვის, რასაც დილის ჰქვიამოსინათლობა.
იარებისთვის, ჩემს დასისხლულფეხს რომ აჩნია,ყველაფრისათვის, რაც არა მაქვს,რაც გამაჩნია.
ჩემო ძვირფასო დედამიწავ,ძვირფასო დედა,მხოლოდ შვილურმა სიყვარულმააქ მომახედა.
პირქვე ვემხობი, ვიყრი მუხლებსდა ასე ვამბობ:გმადლობ, დედაო, ყველაფრისთვისუზომოდ გმადლობ.
რომ აშრიალდენ ჩონგურები,როგორც ტყეები,მიტოვებული, დავიწყებითსავსე დღეები.
რომ მიჰყავს სიმთა ოქროს ნავებსსიმსუბუქეშიჩამავალ მზეთა ნაყოფიერმინდვრის ნუგეში.
მე მინდა გავყვე შენს ეთერისუბეში ტრიალს,იქ, სადაც ქარი თავისუფალსმღერის ხეტიალს.
მივალ უცნობ და მიუღებელცხოვრების ზღვაში,ოდესმე ნაზი, ზამბახივითუღრუბლო ბავშვი.
ბური. ოცნებას სიხარულიგადადნობია,გარშემო ტყეა, ზევით ვრცელიცის ტატნობია.
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი