პოეზია · ლირიკა
ურჯულოს აღსარება
შენ ჯიხვის რქებზე მთვარის სისხლი არ გინახავს,არც მამაცი ყივჩაღების ბრძოლა იცი.როგორ დნება ღამე ნისლებს რომ ინახავსთავშლიანი ქალწულისთვის მინაფიცი.დღე რომ ღამის ნასამოსარს გადმოიცვამსმოდი მნახე, ხელი მახლე, მიგრძენ ტანი,შენ ვინც კერა დაგინგრია გადაგიწვამე ვარ იგი, აღა მაჰმად ოსმანდ ხანი,მოდი სული დამილიე მე ურჯულოსმოყვასს გიკლავ დედის ნამშოდ მოგვარესა.შენი მიწის გმირი რომ არს მიყუჟული,რა რომ განა ხმალი ოღლიმ აულესა.მტერი ვიყავ, მტრადვე დავრჩი ნაკრძალევიმტვერი ვიყავ მტვრადვე ვიქეც ძაღლსაყეფომაგრამ მახსოვს მხედართ მქონდა ნაბრძანებიქართლის ქალი მომიყვანეთ ყაჩაღებო.არაგვზედა, მბრძანებელი ვიყავ ჯარზე,შენი მიწის ოხშივრებში ჩაწყდა სუფრა,თითქოს ისევ შენი ღმერთი აცვეს ჯვარზედა მახვილით მოვლენილი აღსდგა უფლად.გუმბათ-გუმბათ გადავლეწე შენი მიწასალოცავი რაც კი გქონდა სისხლში ვჭამემე რომ შენს მტერს მუჰამედის მადლი მიცავს,საზღაური გავეც ჩემი ოფლად მწაარესაფრესკალზე მომიწერეს ომთა მთვლელო,შენს წმინდანში მოღალატე აბოს ვხედავმე კი მართალს როგორ უნდა მომიტევო.ჯიხვის რქებზე მთვარის სისხლი არ გინახავსარც მამაცი ყივჩაების ბრძოლა იცი,ასე დნება ღამე ნისლებს რომ ინახავსთავშლიანი ქალწულისთვის მინაფიცი.