↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფიფქების ვალსი

ელიავა თემურ

2026-07-181 წთ საკითხავი3655 ნახვა

—
ლექსს ვკითხულობდი,ნერვიულად,კისრამდე აჭრილს.სადაფისფერი ნაჭრით დამახურეს სიზმრებმა ძილი.მეწვია განცდა,ღამენათევ ფიქრებით აცრილს.ფორტეპიანოზე თითის აკვრა–ძალიან ფრთხილი.ვსუნთქავდი აპრილს,ნისლოვანი საღამო მსურდა.დუმილით შეწყდა ზამთრის სუნთქვა,ფიფქების ვალსი.თებერვლის თოვლი,სატრფოს ხელში გამდნარი გუნდაშემორჩა აპრილს...შენს სიზმარეთში ნაოცნებარს მოვგავდი აჩრდილს,თვითმკვლელი მზერით,უთქმელი სიტყვით,ნაბიჯით თუნდაც,ლექსს ვკითხულობდი ნერვიულად,კისრამდე აჭრილს...ვსუნთქავდი აპრილს,შენ თუ გრძნობდი ამ სულელ სუნთქვასდა მხოლოდ ფიქრი,მხოლოდ ფიქრი–მოკვდავი აზრი,დაკარგვა სიტყვის,იმედების,ღიმილის თუნდაც.შეუნდეთ აპრილს კიდევ ერთი ფიფქების ვალსი,თებერვლის თოვლი,სატრფოს ხელში გამდნარი გუნდა.
ელიავა თემურ

ელიავა თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი