↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შამათი

ელიავა თემურ

2026-07-181 წთ საკითხავი3656 ნახვა

—
საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკსდა ვგრძნობ რომ მალე შამათი მელისანგელოზს ურჩსსა, ლამაზს და ამაყსმოაქვს ბჭე ფიქრთა რომ ვგავდე ველურს.ნუ აკვირდებით დატენილ იარაღსმე თავს არ ვიკლავ, მე ვიკლავ სხეულსსაკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკსსუ ერთი დღის ვარ, ბრმა, ყრუ და უქმი.ჩემს თეთრ აკვანთან დემონი დადგადა გაღიმებულ თოჯინას მჩუქნის.საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს,საფერფლეს ვავსებ ბინდისფერ ფერფლით,თან ნაჩუქარი თოჯინა დამაქვს,დღემდე თანდამაქვს, თანდამაქვს მკერდით.ზეცავ ჩვენს შორის საღამო ჩადგა,ბინდის ბილიკით შეგვიწყო ხელი,საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკსდა გამარჯვებულს შამათი მელის.
ელიავა თემურ

ელიავა თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი