↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წითელი ლექსი

ელიავა თემურ

2026-07-181 წთ საკითხავი3658 ნახვა

—
ცის ლაჟვარდებში მზე რად მიაქვსმაღლა ანგელოზს?!მე სულ სხვა ნათელს,სულ სხვა სითბოსტრფობით შევცქერი.სულელი წვიმა არის ჩემიმიქელანჯელო,ფანჯრის მინაზე ქალწულივითდნება შედევრი.სივრცე მომწყურდა და მომაკვდავსხეულს ვიშორებ.დროის ჯალათებს რად აუტყდათრეკვა ზარების?!მე სულ სხვა სევდით ოცნებებისმომკლავს სიშორე,თვალდახუჭული ცის კამარასმივეკარები...თორმეტი ტომის დამწვარ გვერდებსვფანტავ ქარდაქარ,დაიფანტება მტვრის გენიამოკლულ სივრცეში.ო,მერი,მერი,მერი,მერი,მერი,მერი...მიყვარხარ!და გალაკტიონს მოსაკლავადვიწვევ დუელში.
ელიავა თემურ

ელიავა თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი