↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ღამე მთაში

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2011-06-122 წთ საკითხავი21097 ნახვა

—
დაღამდა... წვრილნი ვარსკვლავნიაყვავდენ, დასხდენ ცაზედა;მთვარე-კი ჯერ არსადა სჩანს,არ დაგვნათოის თავზედა,ჯერ თუ არ გაუღვიძნია,ისევ თუ სძინავს მკლავზედა!ჯერ გამარჯობა არ უთქვამსშემომჯდარს გორის ფხაზედა,სხივნი არ დაუგზავნიაპირის საბანად წყალზედა.მგზავრს უჭირს ბნელით გამოსვლა,დადგომა სწორეს გზაზედა.მთებს ჩაუცვიათ შავები,ჭმუნვით დასცქერენ ხევებსა;ცივს ნიავს შესთავაზობენუფსკრულს მოარულს დევებსა;ტყისთვისაც ძაძა ჩაუცვამსსიბნელეს დანატევებსა.გორით-გორს ბუვი გასძახის,თრთიან ყვავილნი მთებისა,ქოჩორს უვარცხნის ნიავი,დარაჯად დაადგებისა.მითამ იციან ღავღუვი,რად არ ჰყეფს ჯოგი მგლებისა?!წყალი სჩქეფს, ხევი ჩატირის,განა ერთი და ორია:აქაც, იქ, იმას იქითაც,საცა ფერცხალა გორია,ლამაზის მთების ასულთახმა ხმისთვის შაუწონია.მადლი შენ, ყველა ერთმანეთს,უფალო, დაუმონია;ამაზე ტურფა და კარგიმე სხვა აღარა მგონია!..ხევი მთას ჰმონებს, მთა - ხევსა,წყალნი - ტყეს, ტყენი - მდინარეთ,ყვავილნი - მიწას და მიწა -თავის აღზრდილთა მცინარეთდა მე ხომ ყველას მონა ვარ,პირზედ ოფლ-გადამდინარედ!ეხლა ცა წყნარობს... სოფელსაცგულწყნარად დაეძინება.უეცრად შუაღამისასცას ჯანღი დაეფინება,შავი ზღვის შავი ვეშაპიპირღია დაგვეღირება,ჩვენ, მოსვენებით მძინარეთ,საჭმელად დაგვეპირება.მოჰსქდება ქარი და ღვარი,სდგას ლეწა-მტვრევა ბრძოლისა;დროება ჩამოვარდნილადიდი შიშის და ძრწოლისა.მთელი მთა-ბარი იქცევა,მეორ-მოსვლაა სწორედა!მოჰკაწრავს ღვარი ტყე-კლდეებს,მოაქვს და მოსდგამს ყორედა.ბუნება მბრძანებელია,იგივ მონაა თავისა,ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს,ზოგჯერ მქნელია ავისა;ერთფერად მტვირთველი არისსაქმის თეთრის და შავისა;საცა პირიმზეს ახარებს,იქვე მთხრელია ზვავისა...მაინც-კი ლამაზი არის,მაინც სიტურფით ჰყვავისა!..
1890 წ.
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი