↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ამოხეული გვერდი

ელიავა თემურ

2026-07-181 წთ საკითხავი3655 ნახვა

—
ნისლის სურნელი მოშორდა დილას,ფანჯრის მინაზე შენს სახელს ვწერდი,ვხედავდი ,როგორ დაჰქონდა ნიავსამოხეული წიგნიდან გვერდი.
მას მეოცნებე მკითხველის ნაცვლადესალმებოდა დახრილი კედრი,ფრთხილად დაეცა ნაწვიმარ ასფალტსამოხეული წიგნიდან გვერდი.
აყვითლებული,პაწია,ციცქნა,გვერდი ,რომელიც არავის ერგო,მკვდარი ჩიტივით დაეცა მიწას,მკვდარი ჩიტივით ასფალტზე ეგდო.
მას კითხულობდა შრიალით ვერხვი,სხვა მეოცნებე მკითხველის ნაცვლად,შენც დააბიჯე,ძვირფასო ,ფეხი,ვერ შეამჩნიე ტალახში ალბათ.
ღამენათევი პოეტის თვალებსდაღალულ ფიქრთა მოადგა ცრემლი:სიკვდილი ტკბილი,სიკვდილი მწარე,აუხდენელი ოცნებით მწველი.
სიცარიელეს ვატარებ მკერდით,ახლა ვიგრძენი არყოფნა სრული,ამოხეული წიგნიდან გვერდიიყო მწუხარე პოეტის გული.
ფანჯრის მინაზე შენს სახელს ვწერდიდა ჩემი გული ასფალტზე ეგდო,–ამოხეული წიგნიდან გვერდი,გვერდი ,რომელიც არავის ერგო.
ელიავა თემურ

ელიავა თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი