პოეზია · ლირიკა
კოლხის ლექსი
ენგურის მინდვრებს ზეცას რომ დავუკოცნი,რეჯეგეს მთის ქედებზე ნამად მოვედები,იქაც ვითამადებ მედეას ქორწილს,და თუ ასე კვდებიან პოეტებისული გამექცევა ღამის ჩრდილიდან,ქალი აშარი და ბორია გალეშილი,ოსერ დამასიზმრე ჩემი არჩილიდამერე თვალთაკაბა, მისი ქალიშვილი.მტერი მათრახისქვეშ ატარა ლაჩარივითციხესიმაგრენი რომელმან დააჩოქა,ქართლელს რომ ჩამოახიეს ჩოხაქართულს რომ ჩამოახიეს ჩოხაკოლხმა მოიკაზმა ლექსი აბჯარივითჩანა სიმწრითა და ფანდურ ჩამომღერილერწამტანიან და ქალწულნამიანოწამო თავშლიანო სვანეთს წამომყევიიქა სათამადო ვაჟნი არიანო.სანამ ზეცის მინდვრებს ლოყებს დავუკოცნიმზე რომ დაადნება ზედა გმირთა მაჯებსმედეას კიარადა ჩვენს ქორწილს,მთათა ბერიკაცი სუფრას გვითამადებს,სიმღერა გაისმის ცრემლითა მლაშე,დაიმსხვრა მცხეთა და გორის კარი,მიაცილებდნენ ბრძოლაში ვაჟებს,თავშლებს ატანდნენ ბრძოლაში ვაჟებს,თან აბარებდნენ ქალწულნი ვაჟებს,ამ ხმლით სისხლისგან სხეული გაშრეს,ან თავი თავშალში მოიკალი.აი შენც ნახე ეს ჩემი ქოხი,უჭერო ქოხი, დამბების ნგრევა,სანამ ოცნება არ ილევა,სანამ ტკივილი არ ილევა,სანამ ენგური არ ილევა,ძარღვებში რომ ჩქეფს კოლხისაა გაშლილიმიჯნურის ხვედრად, აკა სერ ხოლო ქუგმოთანე,მივალ გერგერტის შესახვედრად,ქალავ თავშალი გამატანედა ზეცის მინდვრებს ლოყებს დავუკოცნი.რეჯეგეს მთაზე ნამად მოვედები,იქაც ვითამადებ მედეას ქორწილს,ჩვენთან ასე კვდებიან პოეტები.