პოეზია · ლირიკა
უკანასკნელი მიძღვნა
მე თქვენ გიძღვნიდით უმანკო მზერითბინდისფერ თვალებს,ოცნებებს,სიზმრებს.მე ვიყავ მეფე და დიადემითმოკაზმულიყო გრძნობათა სიბრძნე.თვალახვეული შეცნობის პირასდგას თქვენი ანრი ტკივილით,დაღლით.მას დიადემა კიბეზე მიაქვს,მას ცარიელი დახვდება ტახტი.ის მორჩილებით სინანულს დასძლევს,ჩაიკეცება ლოცვებში ფრთხილად,სიყვარულისთვის დანგრეულ ტაძრებსუფრო დიადი სიწმინდე ჰქვია.მეც ეშაფოტზე სიწმინდე გამაქვს,გამეფებული გრძნობათა სიბრძნით.ვგრძნობ საფეთქელთან სასტიკ იარაღსდა თქვენ ,ძვირფასო,გასროლას გიძღვნით.სიცოცხლე მაინც ვერ გავიმეტე.