↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მარტის ამარა

ელიავა თემურ

2026-07-181 წთ საკითხავი3655 ნახვა

—
გალაკტიონს ნუ მიკითხავ ,დამღალა.გაიტანეთ ოთახიდან წიგნები!ზამთრის კვნესა მიწას სხივმა ახარა,შენ ამ დღიდან გაზაფხული იქნები.მინდა შენი ფერიების სიმღერა,რომ მთვარეულს ბოლო მთვარეს გპარავდე.დამასიზმრე მზის ფიალა სხივება,მიმიყვანე შორი ტაძრის კარამდე.დავასრულე ფუჭი ღამის ტრაური,ალიონის დიად სივრცეს ვეღირსე.გამოაღეთ კარიბჭენი ტაურის,ვაგვიანებ ანგელოზთა მეჯლისზე.ფიქრმა ქუჩა ტირიფებად დახარა,ოთახიდან გატანილი სამყარო.სახარებას ნუ მიკითხავ,დამღალა...მზეზე მინდა გესაუბრო,მაღალო!მინდა ღამე,ოღონდ ღამე უძილო,მინდა მთვარით ცას დასმული წერტილი,მინდა ფიქრი,ტბაზე ჩემი უძირო,ზეცა მინდა,ოღონდ ფეხქვეშ თელილი.მიწის გუნდას მზით ამოთხრის სიღრმიდანგუმბათებზე სხივთა ცეკვა უგალობს.იუდას რომ სული ვერცხლად უღირდა,თავმდაბლობა ნახე მისი, უფალო.დარჩა ქუჩა გიჟი მარტის ამარა,დარჩნენ ქარში გაცვეთილი წიგნები.ზამთრის კვნესა მიწას სხივმა ახარა,შენ ამ დღიდან გაზაფხული იქნები.
ელიავა თემურ

ელიავა თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი