↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მსურს სიყვარულის მელექსეთა დასში შევიდე

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52775 ნახვა

—
მსურს სიყვარულის მელექსეთა დასში შევიდე,მაგრამ ვერ შევალ, _ ღირებული რამ ვერ ვუთხარისიყვარულს, მუდამ რომ უყვარდა ჩემში ბურგალი,რომელსაც ახლა ვეხვეწები, _ კარგო, შემინდე.
პოეტთა ღმერთო, სიყვარულო, შენ ხომ ხედავდი,სიტყვას სატრფიალ-სანებივროდ კარს ვერ ვუღებდი, _ჩემმა სათქმელმა მიწის დარდის ზიდა უღელი.და მეც ვიყავი აქა გლეხი, მწყემსი, მხედარი.ხომ გაგაგონე, ჩვენებურო, ხმა რაც მომმადლე?!ხომ, ვითა ძალმიძს, ძმათა ჭირთა ჭაპანს მოვათრევ?!ხომ ეს მტირალი შემოდგომა ჩემი რთველია?!
თუ ვერ აგივსებ მოწეულით გოდორ-კალათებს,მე სიყვარულში შენახულში, სულს რომ ანათებს,ვამბობ, _ ლექსი ვარ, ნამუსი ვარ და ქართველი ვარ.
1994
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი