↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გაუგზავნელი წერილი

ელიავა თემურ

2026-07-181 წთ საკითხავი3654 ნახვა

—
ისევ თქვენ გწერთ, გევედრებით ნება დამრთეთკიდევ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ მოგიგონოთ,არც კი იცით რა უსაზღვრო პატივს დამდებთამ წერილს თუ წაიკითხავთ, ქალბატონო.გაწყენინეთ? თქვენს წინაშე ქედს მოვიხრი,თუკი ჩემგან წყენა დაგრჩათ სამახსოვროდმაპატიეთ, მეკადრება, ბოდიშს გიხდით,მომიტევეთ, მომიტევეთ ქალბატონო.მომიტევეთ თუკი მახსოვს თქვენი თმები,მომიტევეთ თუკი ისევ დამესიზმრეთ,დამიჯერეთ, ყველა წმინდანს გეფიცებით,დაგივიწყებთ, მეც ოდესმე დაგივიწყებთ.რაც კი დარჩა უთქმელი და სამახსოვრო,ეხლა მინდა გაგიმხილოთ მშვიდი დარდით,ბროწეული რომ გაყავით სანახევროდ,აი, სწორედ, სწორედ მაშინ შემიყვარდით.ისევ თქვენ გწერთ ქალბატონო, მომაგონდით,უცნაური მწუხარებით, მკრთალად, მღვრიედ,გახსოვთ ის დრო, ყველაფერს რომ მპატიობდით,ეხლა კიდევ, ეს წერილიც მაპატიეთ.ვწუხვარ...უკანასნელ სალამს განდობთ,ეხლა უნდა სამუდამოდ მიგატოვოთ,მაპატიეთ, მომიტევეთ, დიდად გმადლობთ,დიდად გმადლობთ, რომ მიყვარდით ქალბატონო...
ელიავა თემურ

ელიავა თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი