ღელვის დროს გემზე ტეოდორ ნეტტეანძები დატყდნენ, როგორც მშვილდები,ფიქრებს მორევში რაც უნდა კეტდე,ერთს მათგანს მაინც ვერ მოსცილდები.
რომ დააყარა ქარმა ფაფარიუზარმაზარი გორების ეტლებს,პოსეიდონის ძველი ზღაპარიეხეთქებოდა ფოლადის კედლებს.
ასფუთიანი ჩაქუჩის ცემითცა ჩემზე ცდიდა ძალთა მოკრებას,მან დაამსგავსა მგზავრობა ჩემიცხოვრების ჩემის აბობოქრებას.
გადმოანგრიე შენი ზვირთები,რომ მხარეებმა მხარეს გაასწროს...იქუხე - გასწყრი! არ ავტირდები,არც შებრალებას ვითხოვ არასდროს.
მე სხვანაირად ზვირთი მოვსახე,მზემ ჩემკენ შუქი რა მოიღერა,ბოლოს ხომ მაინც მე შემოვძახეგამარჯვებული ბრძოლის სიმღერა.
როგორ? მე ვქმნიდი იმედებს განგებ!და მისთვის მსურდა ვარდების ფენა,მისთვის ვფერავდი მრავალჯერ ჩანგებს,რომ მხოლოდ მტრისთვის დამეტკბო სმენა?
არა და არა! მრავალი სტანჯა,მრავალს დაუფრთხო სიმშვიდის ძილი, -ლექსი ყოველთვის იყო ხანჯალი,ლექსი მტრებისთვის იყო სიკვდილი.
მოგხვდათ? იგრძენით? შევატრიალეთუ არა ნისლში მყოფი ბორბალი?იყო თუ არა ჭექა-გრიალი,ჩვენი დღეების ცა ნაჭორფალი?
ო, შავო ზღვაო! ასწიე გემი,შუქი დაენთოს ქაფთა მოკრებას, -დაე, კვლავ ჰგავდეს მგზავრობა ჩემი,ცხოვრების ჩემის აბობოქრებას.
მაგრამ შორს ლურჯი გამოჩნდა მთები,ახლა იქ მყუდრო ნავსადგურია,წყალში შთასული არის მითებიდა ძველისძველი დიოსკურია.
ზღვის ფსკერზე ახლაც მეზღვაურებიძველ კედლებისას ჰპოვებენ ხვავებს,ამოაქვთ ოქრო აუარებადა საგანძურით ავსებენ ნავებს
ქალაქი წყალქვეშ მძინარი მხარის!როს შეღამდება ნაცრისფრად ასე,მაგრამ სინათლე ჯერ კიდევ არისდა ალმაცერად იშლება ზღვაზე -
ნაპირებიდან კავკასიონისმთებამდე მოსავს ბინდები შავი,მაშინ მძინარე პონტიის დონესმე მიმაქანებს ფარული ნავი.
ზღვის ფრინველების გამკივარ ხმაშითითქო სხვა მესმის იდუმალება,ილუზიაა! ჩვენება! მასშისულ ახლო, ახლო რომ იმალება.
თითქო ეს ხმები ეკუთვნის არამხოლოდ და მხოლოდ ფრინველთ გვიანებს,მათში წყალქვეშა გუგუნებს ზარადა ხმა ეკუთვნის ადამიანებს.
მივუყურადებ: ისევ და ისევგანმეორდება ხმა უცნაური,ის იდუმალი ქალაქი-სფინქსიმეძახი უცნობ აურზაურით.
ვგრძნობ, თითქო ფსკერზე ვეშვები ცურვით,ხელით ვეხები წყალქვეშა თხემებს,წყალში დამარხულს ვიგრძნობ მომდურვითნანგრევებს, ლანდებს, იდეებს, სქემებს.
აქ დაფარულა მთელი კრებულიდა სიბნელეში ელავს თვალები,ის ძველთაძველი შთამომავალი,ის უძველესი ფეოდალები...
მათი ვერა გრძნობს ფიქრი და ბაგე,რომ მცხეთის ახლო ახალ ნათებითელექტრონების გაჩნდა ქალაქიათასეული კილოვატებით.
იყო ქალაქი, იყო საგანი -ოდესმე მძლავრი და ალიერი,ახლა ცივია გზა შინაგანიდა იდუმალი სიცარიელე...
ტეოდორ ნეტტე ახლა ისვენებსდა ფრინველების დასცხრნენ გუნდები.მშვიდობით! ხსოვნით დაკარგულ ფენებსარასოდეს აღარ დავუბრუნდები!