↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქალაქი წყალზე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95269 ნახვა

—
ქალაქი წყალზე, წარბშეყრილი და მრისხანება,როგორც ქალაქი, დრედნოუტიც ისე ჩუმია!მხოლოდ ნაპირას მოასკდება გამოქანებადა დაწყნარდება, თითქო ლურჯი აბრეშუმია.
ქანაობს გემი, მიჩვეული გრიგალით თრობას,ო, ეს დუმილი, დაყრდნობილი ანძების თავზე,ამ ბნელი ღამით ემუქრება კაცობრიობას,ძველს, დახავსებულს ემუქრება სიახლით სავსე.
1918
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი