↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "დავდექი. თითქოს ბოლოჯერ ვდგავარ"

გოგიბედაშვილი დავით(დეფი)

2009-08-121 წთ საკითხავი862 ნახვა

—
დავდექი. თითქოს ბოლოჯერ ვდგავარ,ცა მოიწმინდა და ჩავიფიქრე,სიზმარო, ცხადი არ მინდა აღარ,ცხადო, სიზმარი მალე ჩამიქრე.პეპლის ნაკოცნით ზღაპრობის თვეშიმზეთუნახავი დამასაჩუქრებს,მე მხედარი ვარ მომყვანი თქეშის,წვიმებს ვუგროვებ მიჯნურს საუნჯედ.დავდექი, მაგრამ სად, ღმერთმა იცის,მიწაზე ვდგავარ? ვეშაპის ზურგზე?ხან ზეცას ასდის სურნელი მიწის,მთვარეც აბნელებს დღეშავი სულმზეს.ვიცოდე ნეტავ ბოლოჯერ ვცხოვრობ?და აღარასდროს დავიბადები?ლექსი დარგული თუ სვეტიცხოვლობს,ცასაც ის აწმენდს თავისა ნებითდა საიქიო სისუფთავეშიდა უმანკოთა ყველა სავანესსიტყვა ვუგზავნე, სახლში ავეშვი,მათი დუმილი დგომას მავალებს.ცხადო, სიზმარი მალე ჩამიქრე,სიზმარო, ცხადი არ მინდა, აღარ,ცა მოიწმინდა და ჩავიფიქრე,მზე რომ იქ დადგეს, მე სადაც ვდგავარ.

გოგიბედაშვილი დავით(დეფი): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი