↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "გუბეში დღე ჩანს"

გოგიბედაშვილი დავით(დეფი)

2009-08-121 წთ საკითხავი858 ნახვა

—
გუბეში დღე ჩანს, ავდარი ქშინავს,ზეცის ანარეკლს დავადგი ტერფი,ვიცი, რომ ლექსში მზეს ვამბობ ხშირად,ვიცი, რომ ხშირად მთვარეებს ვეტრფი.ვიცი, რომ აღარ მომიწევს მოცდა,ვიდრე მუსიკა ბგერას მოისხამს,იანვრის დილამ პირობა მომცა,მოამინანქრებს ფიფქს და ბროლის ხმას.ასე მომმადლებს სიმრავლე დღე ერთს,მარადისობას დრო ეზიარადა რა სჯობია ლექსებში მზეებს,მზე ხომ თვითონვე პოეზიაა.

გოგიბედაშვილი დავით(დეფი): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი