↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სანამ დედა ცოცხალია

კვანტალიანი შარლოტა

2026-07-181 წთ საკითხავი865 ნახვა

—
მერე მუდამ გვიანია,ვსდიოთ ცაში მისი სულის მტრედებს,სანამ დედა ცოცხალია,მოეფერეთ დედებს.სიყვარულს ნუ დაამადლით,თბილი სიტყვა ხშირად გაუბედეთ,სანამ დედა ცოცხალია,მოეფერეთ დედებს.მანამდე გვაქვს ფრენის ნიჭი,ვეჯიბრებით არწივებს და გედებს, –სანამ დედა ცოცხალია,მოეფერეთ დედებს.თუ ბავშვობა გენანებათ,ნაადრევად შიშობთ არ დაბერდეთ,სანამ დედა ცოცხალია,მოეფერეთ დედებს.დედის თვალთა კეთილ ზღვაშისარკესავით ხშირად ჩაიხედეთ,სანამ დედა ცოცხალია,მოეფერეთ დედებს...თორემ მერე გვიანიასდიოთ ცაში მისი სულის მტრედებს,სანამ დედა ცოცხალია,მოეფერეთ დედებს.
კვანტალიანი შარლოტა

კვანტალიანი შარლოტა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი