↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფერეიდნელ მეგობრებს

ტალახაძე ეკა

2011-04-121 წთ საკითხავი298 ნახვა

—
"თუ დღესაც მღერის ქართველიფერეიდანში ფანდურით"
ფერეიდანში ძმის სისხლით არავინ დამწყურვებულა,ფერეიდანში ქართულით არავინ დამწუხრებულა,ფერეიდანში ჩიქილა დღემდე არ გახუნებულა,ფერეიდანში სირცხვილით არავინ დადუმებულა.მანავის კოშკზე სოფიოს მანდილი აღელვებულა,ნიკო, ლექსო და ლევანი არხოტზე ამღერებულა,ბებიების და პაპების ზღაპრები გაცოცხლებულა,შვილთაშვილები ქართული ანბანით გამზითვებულა.წინაპრის სისხლი ნანგრევთან ტბორად რომ დაგუბებულა,საუკუნეთა გზაწვრილზე ყვავილად აღერებულა,დღეს ცისფერ ძარღვებს მიაპობს, გამთბარა, აღელვებულა,ქართულად გლოცავთ, ეს სიტყვაც ქართულად გახელებულა.

ტალახაძე ეკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი